ტურიზმისა და სტუმარმასპინძლობის ინდუსტრიაში საუკეთესო გამოცდილება, ხშირად შეუმჩნეველ დეტალებშია.
სტუმრისთვის შექმნილი კომფორტის, მაღალი ხარისხის მომსახურებისა და უსაფრთხო გარემოს საფუძველი საიმედო საინჟინრო ინფრასტრუქტურაა. ელექტროენერგიის უწყვეტი მიწოდება, გამართული სახანძრო სისტემები და ტექნიკური მზადყოფნა ის კრიტიკული კომპონენტებია, რომლებზეც მთლიანი საოპერაციო პროცესი დგას.
სასტუმროს, რესტორნის თუ სხვა ტურისტული ობიექტისთვის ინფრასტრუქტურის საიმედოობა პირდაპირ განსაზღვრავს ბიზნესის უწყვეტობასა და რეპუტაციას – რაც, თავის მხრივ, სტუმრის საუკეთესო გამოცდილებაზე აისახება.
TMG Power – როდესაც ბიზნესის გაჩერება დაუშვებელია
სტუმართმასპინძლობის სფეროში ელექტროენერგიის გათიშვა ცდება უბრალო ტექნიკურ შეფერხებას, რადგან განათება, ლიფტები, კლიმატკონტროლი, სამზარეულო და IT ინფრასტრუქტურა უწყვეტ კვებას მოითხოვს.
სწორედ ამიტომ, საიმედო სარეზერვო ენერგომომარაგება თანამედროვე HORECA ობიექტის განუყოფელი ნაწილია.
TMG Power უზრუნველყოფს ობიექტის დატვირთვასა და ინდივიდუალურ საჭიროებებზე მორგებულ საინჟინრო გადაწყვეტილებებს.
TMG Service – გარანტირებული მზადყოფნა კრიტიკული მომენტისთვის
მხოლოდ სარეზერვო გენერატორის არსებობა საკმარისი არ არის. მთავარია, კრიტიკულ მომენტში მან შეუფერხებლად იმუშაოს.
რეგულარული შემოწმება, პრევენციული მომსახურება და ტექნიკური მდგომარეობის მუდმივი კონტროლი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ტურისტული ობიექტებისთვის, რომლებიც უწყვეტ რეჟიმში ფუნქციონირებენ.
TMG Service უზრუნველყოფს გენერატორების პროფესიონალურ ტექნიკურ მომსახურებასა და მხარდაჭერას, რათა სარეზერვო ენერგიის სისტემა სრულ მზადყოფნაში იყოს მაშინ, როდესაც ბიზნესს ის ყველაზე მეტად დასჭირდება.
TMG MEP – სახანძრო უსაფრთხოების სტანდარტი
სასტუმროები და რესტორნები ყოველდღიურად მასპინძლობენ სხვადასხვა მნიშვნელოვანი დღისა თუ ღონისძიების აღსანიშნავად მისულ სტუმრებს, სადაც ხშირად გამოიყენება აალებადი ნივთები და მაღალია გაუთვალისწინებელი შემთხვევების ალბათობა.
შენობის სახანძრო უსაფრთხოება კი სწორედ ამ რისკების გააზრებით, სწორი პროექტირებით, შესაბამისი სისტემების შერჩევით, პროფესიონალური მონტაჟითა და მათი მუდმივი გამართულობით იქმნება.
TMG MEP სპეციალიზებულია სახანძრო უსაფრთხოების მიმართულებით და სწორედ ამ მიდგომას ეფუძნება მისი მთავარი პრინციპიც: „შეიქმნას უსაფრთხო გარემო – ნებისმიერი რისკის გათვალისწინებით.“
სწორად დაგეგმილი სახანძრო უსაფრთხოების სისტემა ცალკეული მოწყობილობების ერთობლიობაზე მეტია – ეს არის ერთიანი მექანიზმი, რომლის მიზანიც საფრთხის დროული აღმოჩენა, შესაბამისი რეაგირების ხელშეწყობა და ადამიანებისა თუ ქონების დაცვაა.
TMG Holding – ერთი პარტნიორი ● სამი მიმართულება ● სრული საინჟინრო მხარდაჭერა
თანამედროვე ტურისტული ობიექტის გამართული მუშაობა ერთმანეთთან დაკავშირებულ მრავალ ტექნიკურ პროცესზეა დამოკიდებული. სტუმარი მათ უმეტესობას ვერ ხედავს – ის ხედავს შედეგს: კომფორტს, უსაფრთხოებასა და შეუფერხებელ მომსახურებას.
TMG Holding სამი სპეციალიზებული მიმართულებით აერთიანებს ბიზნესისთვის მნიშვნელოვან საინჟინრო კომპეტენციებს:
TMG Power – სარეზერვო ენერგია
TMG MEP – სახანძრო უსაფრთხოება
TMG Service – გენერატორების ტექნიკური მომსახურება
ტურიზმის მსოფლიო დღე კიდევ ერთხელ გვახსენებს, რომ ძლიერი სტუმარმასპინძლობის ინდუსტრიის უკან არა მხოლოდ მაღალი ხარისხის მომსახურება, არამედ საიმედო ინფრასტრუქტურაც დგას.
საუკეთესო საინჟინრო ინფრასტრუქტურა ის არის, რომელიც თვალისთვის უხილავი რჩება, თუმცა სრულყოფილ კომფორტსა და უსაფრთხოებას ყოველ წამს უზრუნველყოფს.
გსურთ თქვენი ობიექტის საინჟინრო უსაფრთხოებისა და ენერგოსტაბილურობის უზრუნველყოფა?
დაგვიკავშირდით კონსულტაციისთვის: +995 32 280 11 88 | tmgholding.ge
